logo_geo
ირაკლი კობახიძე: „ნაცმოძრაობა“ გახარიას უწოდებდა „თვალთხარიას“, გახარია კი „ნაცმოძრაობას“ სისხლიან რეჟიმად მოიხსენებდა, როცა ამ შეფასებების მიუხედავად იკვრება კოალიცია, ეს ნიშნავს იმას, რომ მათ არ აქვთ ღირებულებები
- +

27 იანვარი. 2023. 15:46

 

 

ნაცმოძრაობა“ გახარიას უწოდებდა „თვალთხარიას“ და მას კონკრეტულ ბრალს უყენებდა, გახარია კი „ნაცმოძრაობას“ სისხლიან რეჟიმად მოიხსენებდა”, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული შეფასებების შემდეგ ამ პარტიებს შორის კოალიციის შექმნა მიუთითებს იმაზე, რომ მათ არ აქვთ ღირებულებები.

 

როდესაც ასეთი შეფასებებია ერთმანეთის მიმართ და იკვრება კოალიცია, ეს ნიშნავს იმას, რომ ამ პოლიტიკურ ძალებს არ აქვთ ღირებულებები. ევროპაშიც მოქმედებს ეს პრინციპი, რომ ყველაფრის ფასად კოალიციების შექმნა არ შეიძლება და ასეთი აქტი არის არა კომპრომისებისთვის მზაობის გამოხატულება, არამედ ღირებულებების მიმართ კომპრომისის გამოხატულება, რაც არის აბსოლუტურად მიუღებელი“, - აღნიშნა კობახიძემ.

 

„ნაციონალურ მოძრაობასა“ და გიორგი გახარიას პარტიას შორის არსებულ თანამშრომლობას გიორგი მუმლაძე ადასტურებს. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატი ამტკიცებს, რომ სწორედ ამ თანამშრომლობის გამო დაკარგა პარტიამ ამომრჩევლის ნდობა. გახარიას გუნდში პარტიებს შორის თანამშრომლობას უარყოფენ, „ოცნებაში“ კი განმარტეს, რომ კოალიციის შესახებ მათ მიერ გაკეთებული განცხადებები საბოლოოდ დადასტურდა.

 

 

 

big_banner
არქივი