logo_geo
მიხეილ ყაველაშვილი: შიდაპარტიულ არჩევნებამდე სააკაშვილმა მერაბიშვილ-კეზერაშვილზე და მათი ხელის ბიჭ ხაბეიშვილზე დარტყმა გადაწყვიტა და ისეთი აღიარება მიაყოლა, ბოლო ეჭვიც გაფანტა, რომ ის არ ჩამოსულა საკუთარი ნებით
- +

28 იანვარი. 2023. 01:45

 

„ხალხის ძალის“ წვერი, მიხეილ ყაველაშვილი მიხეილ სააკაშვილის გერმანულ გამოცემა Spiegel-თან ინტერვიუს ეხმიანება, სადაც აღნიშნა, გამორიცხული არ არის, რომ ხალხი, რომელმაც 2021 წლის ოქტომბერში, საქართველოში მისი დაბრუნება დაგეგმა, რუსეთის ჩანერგილი აგენტები იყვნენ.

„შიდაპარტიულ არჩევნებამდე ერთი დღით ადრე სააკაშვილმა მერაბიშვილ-კეზერაშვილზე და მათი ხელის ბიჭ ხაბეიშვილზე დარტყმა გადაწყვიტა და ისეთი აღიარება მიაყოლა, ბოლო ეჭვიც გაფანტა, რომ ის არ ჩამოსულა საკუთარი ნებით, მისი ჩამოსვლა სხვებმა დაგეგმეს!

მართალია, ეს ზუსტად ასე იყო და დიდი ხანია ჩვენც ზუსტად ამას ვამბობთ.

მისი ჩამოსვლა არეულობისა და საქართველოს ომში ჩართვის მიზნით დაგეგმა და განახორციელა გლობალური ომის პარტიამ, ადგილობრივი ომის პარტია კი მხოლოდ დავალების შემსრულებელი აგენტურითაადაკომპლექტებული“, - წევრი, მიხეილ ყაველაშვილი.

big_banner
არქივი