logo_geo
ვიქტორ ყიფიანი: ბანკმა არც მეტი და არც ნაკლები, გადაგვიყვანა ისეთ პროცედურულ ხლართებში, რომლებიც თავისი სირთულით, ვადიანობითა და კომპლექსურობით უტოლდება სინგაპურსა და ბერმუდაზე სასამართლო დავებს
- +

28 იანვარი. 2023. 21:29

 

როდესაც მთავარმა ბენეფიციარმა მიმართა ბანკს წინადადებით, რომ ტრასტები დახურულიყო და შესაბამისად, ეს დახურვის პროცედურა მას აძლევს აქტივებზე წვდომის პირდაპირ საშუალებას, ბანკმა არც მეტი და არც ნაკლები, გადაგვიყვანა ისეთ პროცედურულ ხლართებში, რომლებიც თავისი სირთულით, ვადიანობითა და კომპლექსურობით უტოლდება სინგაპურსა და ბერმუდაზე სასამართლო დავებს. მიუხედავად იმისა, რომ ტრასტების დახურვა, როგორც ასეთი, ადმინისტრაციული პროცედურაა, რომელსაც 1-2 დღის მეტი არ სჭირდება, - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა, ვიქტორ ყიფიანმა „ქრონიკაში“ საუბრისას განაცხადა.

რეალურად ჩვენ ახლა ვართ ისეთ სიტუაციაში, როდესაც ბანკი იყენებს ამ ტრასტებს, როგორც ინსტუმენტებს, კლიენტის ნებელობის, მისი შეუპოვრობისა და პრინციპულობის დატესტვისა. ტრასტებზე არსებულ თანხებს არანაირი შეხება არა აქვს არსებულ დავებთან. ეს არის საკითხი, რომელიც არანაირ დავას არ უნდა იწვევდეს. ეს ყველაფერი ერთად აღებული თავისთავად მიუთითებს იმაზე, რომ ასეთი ხერხების ერთობლიობას გამართლება არ აქვს. რა არის ამ ხელწერის მამოძრავებელი, რა არის მოტივაცია ბანკის მესვეურთა მხრიდან - ეს ის კითხვაა, რომელიც დაისვა და დაშვების საშუალებას გვაძლევს ვთქვათ, რომ ეს დავა გასცდა სამართლებრივი დავის ფარგლებს და გადაინაცვლა სხვა კონტექტსში“, - აღნიშნა ყიფიანმა.

big_banner
არქივი