logo_geo
მთავრობის სტრატკომი: პარტიული ტელევიზიები სხვადასხვა ფეიკნიუსების გავრცელებით ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ პერიოდულად ახორციელებენ, რაც პრემიერ-მინისტრის დისკრედიტაციის მორიგ წარუმატებელ მცდელობას წარმოადგენს
- +

28 იანვარი. 2023. 22:18

 

პარტიული ტელევიზიები სხვადასხვა ფეიკნიუსების გავრცელებით ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ პერიოდულად ახორციელებენ, რაც პრემიერ-მინისტრის დისკრედიტაციის მორიგ წარუმატებელ მცდელობას წარმოადგენს. ამის შესახებ მთავრობის სტრატკომის მიერ გავრცეკლებულ განცახდებაში წერია.

„გვსურს გამოვეხმაუროთ კონკრეტული მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ მორიგ ფეიკნიუსს და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დისკრედიტაციის მცდელობას.

აღნიშნულმა ტელეკომპანიამ გაავრცელა ცრუ და სრულიად დაუსაბუთებელი ინფორმაცია, თითქოსდა ირაკლი ღარიბაშვილს აქვს ბიზნესინტერესები კონკრეტულ კერძო პროექტში.

ეს არის აბსურდული, უსაფუძვლო, ვარაუდებზე დაფუძნებული ბრალდებები, რომლებიც დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილს წარმოადგენს. აღნიშნულ კამპანიას პარტიული ტელევიზიები სხვადასხვა ფეიკნიუსების გავრცელებით ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ პერიოდულად ახორციელებენ, რაც პრემიერ-მინისტრის დისკრედიტაციის მორიგ წარუმატებელ მცდელობას წარმოადგენს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

 

 

big_banner
არქივი