logo_geo
ირაკლი კობახიძე: სააკაშვილი თუ გარეთ გამოვა, მაშინვე ჩაერთვება პოლიტიკურ პროცესებში და ეცდება ხელში აიღოს რადიკალური ოპოზიციის ლიდერობის ფუნქცია
- +

29 იანვარი. 2023. 19:53

 

სააკაშვილის გათავისუფლების ერთადერთი მიზანი პოლიტიკურ პროცესებში მისი აქტიური ჩართვაა ,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილი თუ გარეთ გამოვა, მაშინვე ჩაერთვება პოლიტიკურ პროცესებში და ეცდება ხელში აიღოს რადიკალური ოპოზიციის ლიდერობის ფუნქცია.

ჩვენ დიდი ხანია ვამტკიცებდით, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მიზანი არის იგივე, რა მიზანიც ჰქონდა მის ჩამოყვანას საქართველოში. ეს არის პრაქტიკულად ამ ყველაფრის აღიარება. რა თქმა უნდა, ჩვენ დარწმუნებულები ვართ, თეორიულად რომ დავუშვათ, როგორც კი სააკაშვილი გამოვა გარეთ, მაშინვე ჩაერთვება პოლიტიკურ პროცესებში და ეცდება ხელში აიღოს რადიკალური ოპოზიციის ლიდერობის ფუნქცია. ეს არის ერთგვარი აღიარება და დადასტურება იმის, რასაც ჩვენ ვამტკიცებდით მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. ეს არის უფრო მეტად ერთგვარი წამოცდენა. ეს არის წამოცდენა, თუ რა დგას სააკაშვილის გათავისუფლების განზრახვის უკან. ამ ყველაფრის უკან დგას ინტერესი, რომ სააკაშვილი რადიკალების ლიდერი გახდეს და ის ისედაც არის არაფორმალური ლიდერი. თეორიულად, მისი გათავისუფლების შემთხვევაში, მას უკვე საშუალება ექნება, რომ თავის თავზე ოფიციალურად აიღოს ეს ფუნქცია. ეს არის ერთადერთი მიზანი, რატომაც ვიღაცებს ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება სურთ. ამ ადამიანებმა ქვეყნის შიგნიდან და გარედან, ჩამოიყვანეს სააკაშვილი საქართველოში. თავადაც ხომ აღიარა, რომ რეალურად სხვები გეგმავდნენ მის ჩამოყვანას. რასაც ვამტკიცებდით, დადასტურდა. ამ შემთხვევაში, ეს არის კიდევ ერთი აღიარება, რომ გათავისუფლების ერთადერთი მიზანი პოლიტიკურ პროცესებში აქტიური ჩართვაა. სააკაშვილის თანამებრძოლები ცდილობდნენ რეალური მიზნის შენიღბვას. რასაც ნიღბავდნენ მისი თანაგუნდელები, გაამხილა მისი ოჯახის წევრმა“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

big_banner
არქივი