logo_geo
ირაკლი კობახიძე: ბიზნესის რეკეტი და კორუფცია იყო სააკაშვილის რეჟიმისთვის დამახასიათებელი ერთ-ერთი ნიშანი და მეც ვიზიარებ იმ აზრს, რომ ასეთი რეჟიმი საქართველოში აღარასდროს არ უნდა დაბრუნდეს
- +

30 იანვარი. 2023. 20:27

 

"სააკაშვილის განცხადება ჩვეულებრივი აღიარება იყო, რომ არის ერთი ჩვეულებრივი რგოლი სისტემაში და მას არანაირი დამოუკიდებელი თამაშის რესურსი არ აქვს და ასრულებს ვიღაცის დავალებებს, ის სხვისი დავალებების სამსახურშია თავიდან ბოლომდე, "- ასე გამოეხმაურა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე „ხალხის ძალის“ განცხადებას, სადაც მიხეილ სააკაშვილზეა საუბარი.

რაც შეეხება ბიზნესის რეკეტს და კორუფციას, ეს იყო მისი რეჟიმისთვის დამახასიათებელი ერთ-ერთი ნიშანი და მეც ვიზიარებ იმ აზრს, რომ ასეთი რეჟიმი საქართველოში აღარასდროს უნდა დაბრუნდეს“, - აღნიშნა კობახიძემ.

საზოგადოებრივმა მოძრაობა „ხალხის ძალამ“ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით დღეს განცხადებაგაავრცელა.

big_banner
არქივი