logo_geo
ნიკოლოზ სამხარაძე: თანაპარტიელები ხაბეიშვილს ახასიათებდნენ, როგორც კეზერაშვილის და მერაბიშვილის სურვილების შემსრულებლად, მეეჭვება ასეთი ლიდერის ხელმძღვანელობით მათ რაიმე მიზანს მიაღწიონ
- +

31 იანვარი. 2023. 01:55

 

მათ ბოლო დროს ახასიათებთ არასერიოზული ქცევა. ამ არასერიოზული ქცევის გაგრძელებაა მე მგონი ასეთი არასერიოზული კანდიდატის თავმჯდომარედ არჩევა, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნიკოლოზ სამხარაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ ლევან ხაბეიშვილის არჩევის თაობაზე.

ყველამ კარგად გავიგეთ და მოვისმინეთ, თუ როგორ ახასიათებდნენ მას თანაპარტიელები, რომ ის იქნება კეზერაშვილის და მერაბიშვილის სურვილების შემსრულებელი. არ მგონია, რომ ეს კანდიდატი წაადგეს ამ პარტიას. სიმართლე გითხრათ, ჩვენთვის ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მე ძალიან ეჭვი მეპარება, რომ ისეთი ლიდერის ხელმძღვანელობით, როგორც მათ შეარჩიეს საერთოდ რაიმე მიზანს მიაღწიონ“, - აღნიშნა სამხარაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილმა გაიმარჯვა. მან ხმების 52.58% მიიღო.

big_banner
არქივი