logo_geo
ნიკოლოზ სამხარაძე: ბასკეთში გვაქვს ძალიან ძლიერი მხარდაჭერა
- +

31 იანვარი. 2023. 13:15

 

 

ბასკეთში გვაქვს ძალიან ძლიერი მხარდაჭერა. ჩვენს ევროპულ მომავალს და ევროინტეგრაციის გზას აქვს მკაფიო და ურყევი მხარდაჭერა“, - ამის შესახებ ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ქართულ დელეგაციას შეხვედრები როგორც მმართველი გუნდის, ასევე ოპოზიტური პარტიების წარმომადგენლებთან ჰქონდათ და ყველა მათგანმა საქართველოს მხარდაჭერა დაუდასტურა.

 

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ წელს ესპანეთი ხდება ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა, მაშინ ეს ცალსახად წინგადადგმული ნაბიჯია. ბასკებს მნიშვნელოვანი გავლენა აქვთ ესპანეთის საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებაში. შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ესპანეთი იქნება ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის ძალიან ძლიერი მხარდამჭერი. ასეთი გზავნილები მივიღეთ ჩვენ ამ ვიზიტის დროს. რაც შეეხება უშუალოდ ორმხრივ ურთიერთობებს, ძალიან ბევრი საერთო პროექტის შესახებ ვისაუბრეთ კულტურისა და განათლებია სფეროში. ვისაუბრეთ მასობრივი სპორტის განვითარებაზეც,რომელშიც ერთ-ერთი მოწინავე ქალაქი ევროპაში ბასკეთის დედაქალაქი ვიტორიაა. ჩვენ გვინდა ეს გამოცდილება გამოვიყენოთ. დავგეგმეთ უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობა , სტუდენტებისა და ლექტორების გაცვლა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ ჩვენი ახალგაზრდები კიდევ უფრო მეტი რაოდენობით ჩამოვიდნენ ევროპაში და მიიღონ აქ განათლება“, - განაცხადა სამხარაძემ.

 

 

big_banner
არქივი