logo_geo
ნიკოლოზ სამხარაძე: მთავარია, ჩვენ ყველა დანარჩენი რეკომენდაცია შევასრულოთ და ამ რეკომენდაციების შესრულებაში გვქონდეს იმ ოპოზიციის მხარდაჭერა, რომელიც მეტნაკლებად კონსტრუქციულად უდგება ამ საკითხს
- +

31 იანვარი. 2023. 13:28

 

 

ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა ძალიან კარგად იციან ის პოლიტიკური ლანდშაფტი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არსებობს. ისიც იციან, რომ არის რადიკალური ნაწილი. ხაბეიშვილის არჩევით, ეს რადიკალური ნაწილი კიდევ უფრო რადიკალური გახდება, თუ კიდევ უფრო კომიკური, მალე გამოჩნდება“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

 

მთავარია, რომ ჩვენ ყველა დანარჩენი რეკომენდაცია შევასრულოთ და ამ რეკომენდაციების შესრულებაში გვქონდეს იმ ოპოზიციის მხარდაჭერა, რომელიც მეტნაკლებად კონსტრუქციულად უდგება ამ საკითხს. თუ ეს მოცემულობა იქნება, მაშინ შეგვიძლია ჩავთვალოთ და პირადადაც ბევრჯერ მომისმენია ევროკავშირის მხრიდან, რომ დანარჩენი 11 რეკომენდაციის შესრულება პოლარიზაციის შემცირებას და ამ პუნქტის შესრულებას ნიშნავს. ეს არის მოცემულობა, რომელზეც ჩვენ უნდა ვიმუშაოთ“, - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

big_banner
არქივი