logo_geo
გიორგი ვოლსკი მოლდოვის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერს შეხვდა
- +

31 იანვარი. 2023. 14:16

 

 

 

გიორგი ვოლსკიმ და მოლდოვის ვიცე-პრემიერმა რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევებზე, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის და წარმატებული გამოცდილების გაზიარების შესახებ იმსჯელეს.

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ოლეგ სერებრიანთან შეხვედრისას ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.

 

შეხვედრაზე ასევე გამახვილდა ყურადღება იმ პერსპექტივებზე, რომელიც ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებებს შორის ურთიერთობების განვითარებას შეიძლება ჰქონდეს. ასევე აღინიშნა საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის კონსოლიდაციის აუცილებლობა.

 

ერთმანეთს გავუზიარეთ მოსაზრებები პერიოდთან დაკავშირებითროცა სამშვიდობო მოლაპარაკებები საერთაშორისო ჩართულობით საკმაოდ ინტენსიურად მიმდინარეობდაგანვიხილეთ ეკონომიკური ურთიერთობებიმთელი სპექტრი იმ პრობლემებისარომელიც მოლდოვას დღეს ახასიათებს და ის რეალური სიტუაციარაც არსებობს დღეს ოკუპირებულ ტერიტორიაზეპერსპექტივებირაც საზოგადოებებს შორის ურთიერთობების განვითარებას შეიძლება ჰქონდეს“,- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ.

 

დღეს გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ დეპუტატები: გიორგი ხელაშვილი, ეკა სეფაშვილი, ნინო იობაშვილი, ლევან ქარუმიძე და ისკო დასენი.

 

 

big_banner
არქივი