logo_geo
ილია დარჩიაშვილი მოლდოვას ვიცე-პრემიერს შეხვდა
- +

31 იანვარი. 2023. 15:18

 

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა მოლდოვას რეინტეგრაციის საკითხებში ვიცე-პრემიერთან, ოლეგ სერებრიანთან შეხვედრა გამართა, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის დღის წესრიგი. აღინიშნა საქართველოსა და მოლდოვას შორის ტრადიციულად მეგობრული ურთიერთობები და ხაზი გაესვა თანამშრომლობის მნიშვნელოვან საკითხებს, როგორც ორმხრივ ისე მრავალმხრივ ფორმატებში. მინისტრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ორი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერა. საუბარი შეეხო კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა და შერიგების პოლიტიკის განხორციელებას. ილია დარჩიაშვილმა ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული და სოციალური სიტუაციის შესახებ.

 

საუბარი შეეხო რეგიონში შექმნილ რთულ ვითარებასა და უსაფრთხოების გარემოს. ხაზი გაესვა ორი ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და მათთან გამკლავების გზებს. მინისტრებმა განიხილეს საქართველოსა და მოლდოვას ევროინტეგრაციის პროცესი. ისაუბრეს იმ ნაბიჯებზე, რომელიც გადაიდგა საქართველოსა და მოლდოვას მხრიდან ევროსტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე. აღინიშნა არსებული პროგრესი და სამომავლო პერსპექტივები.

 

 

big_banner
არქივი