logo_geo
შალვა პაპუაშვილი: კორუფციის აღქმის ინდექსით, საქართველო პირველად ამ ინდექსის ისტორიაში ევროპის საუკეთესო ოცეულშია
- +

31 იანვარი. 2023. 19:51

 

კორუფციის აღქმის ინდექსით, საქართველო პირველად ამ ინდექსის ისტორიაში ევროპის საუკეთესო ოცეულშია, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი Twitter-ის გვერდზე „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კვლევას.

2022 წლის კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით, საქართველო 41-ე ადგილზეა გლობალურ დონეზე, პირველად შევიდა ევროპის საუკეთესო ოცეულში. ისეთივე ადგილი უკავია, როგორც ჩეხეთს, იტალიასა და სლოვენიას, ევროკავშირის 9 წევრ სახელმწიფოსა და ევროკავშირის ყველა კანდიდატ ქვეყანას უსწრებს. ევროპის 5 საუკეთესო ქვეყანას შორის არის გაუმჯობესებული ანტიკორუფციული მაჩვენებლებით“, - დაწერა შალვა პაპუაშვილმა.

2022 წლის კორუფციის აღქმის ინდექსით საქართველო აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალურ აზიის რეგიონში ლიდერობს და პირველად ინდექსის ისტორიაში ევროპის საუკეთესო ოცეულშია.
„საერთაშორისო გამჭვირვალობის “კორუფციის აღქმის ინდექსი 2022” დღეს გამოქვეყნდა.

big_banner
არქივი