logo_geo
მაკა ბოჭორიშვილი: შვედ ექსპერტებთან და აკადემიური წრის წარმომადგენლებთან ვიმსჯელეთ იმ პერსპექტივაზე, რაც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით აქვს
- +

31 იანვარი. 2023. 22:57

 

"საკმაოდ დიდი დაინტერესებაა საქართველოსთან ურთიერთობების საკითხზე, იმაზე, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, განვიხილეთ საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები ევროინტეგრაციის მიმართულებით და ასევე ის პოტენციალი, რაც საქართველოს აქვს იმისთვის, რომ წვლილი შეიტანოს საერთო ევროპული უსაფრთხოების და ეკონომიკურ საკითხებში, - ამის შესახებ შვედეთში სამუშაო ვიზიტით მყოფმა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა სხვადასხვა დარგის ექსპერტებთან და აკადემიური წრის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ „ქრონიკას“ განუცხადა.

ვიმსჯელეთ ასევე იმ პერსპექტივაზე, რაც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით აქვს და იმ გზაზე და დახმარებაზე, რასაც ჩვენ ველით შვედეთისგან თავმჯდომარეობის პერიოდში“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

big_banner
არქივი