logo_geo
ვახტანგ გომელაურმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა
- +

1 თებერვალი. 2023. 13:54

 

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩთან, ერნსტ პეტერ ფიშერთან გაცნობითი შეხვედრა გამართა, რომელსაც ასევე ესწრებოდა საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პოლიციის ატაშე, დიტრიხ ებერსი.

 

მხარეებმა საქართველოსა და გერმანიის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. შინაგან საქმეთა მინისტრმა გერმანული მხარის მიმართ მადლიერება გამოხატა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.

 

შეხვედრის ფარგლებში საუბარი ასევე შეეხო რეგიონში უსაფრთხოების სფეროში არსებულ მდგომარეობას. მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის განსაკუთრებულ მნიშვნელობას და განიხილეს ამ მიზნით განხორციელებული, ასევე, მიმდინარე ღონისძიებები.

 

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა საქართველო-გერმანიის ურთიერთობების შემდგომი გაძლიერების მიზნით თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.

 

 

big_banner
არქივი