logo_geo
მიხეილ სარჯველაძე „საერთაშორისო გამჭირვალობაზე“: დადასტურდა, რომ ტყუილით კვებავდნენ საზოგადოებას
- +

1 თებერვალი. 2023. 14:58

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი მიხეილ სარჯველაძე ფიქრობს, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ გაკეთებული განცხადებები კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველოს პოზიციაზე, პოლიტიკურად ანგაჟირებულია და დადასტურდა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები საზოგადოებას ტყუილით კვებავდნენ.

 

ეს არის პოლიტიკურად მიკერძოებული, პოლიტიკურად ანგაჟირებული განცხადებები. დადასტურდა, რომ ტყუილით კვებავდნენ საზოგადოებას. ეს არის ფაქტი. ამბობდნენ, რომ საქართველოში გაუარესდა კორუფციული მდგომარეობა, ანტიკორუფციულ მიმართულებაზე მუშაობა, აღმოჩნდა, რომ არამცთუ გაუარესდა, არამედ - გაუმჯობესდა. თანაც გაუმჯობესება იყო რადიკალური. საბედნიეროდ საქართველო იყო იმ მცირე რაოდენობის ქვეყნებს შორის, რომელსაც ჰქონდა პროგრესი. ამ ყველაფრის მხედველობაში არმიღება და ამის მიუხედავად თქმა, რომ საქართველოსთვის რაიმე არადამაკმაყოფილებელი ითქვა იმ ანგარიშში, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ, არ ვიცი ძალიან რბილად ვეცდები დავარქვა ამას ინსინუაცია“, - განაცხადა სარჯველაძემ.

 

„ქართული ოცნების” კომუნიკაციების დეპარტამენტმა კორუფციის აღქმის ინდექსის შესახებ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ კორუფციის აღქმის ინდექსით საქართველო, პირველად ამ ინდექსის ისტორიაში, ევროპის საუკეთესო ოცეულშია, თუმცა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ცდილობს ეს მიღწევა ნეგატიურ კონტექსტში წარმოაჩინოს.

 

 

 

big_banner
არქივი