logo_geo
„ნაციონალურ მოძრაობას“ სჭირდება თავმჯდომარე და დავით ბაქრაძე საუკეთესო კანდიდატურაა“
- +

30 ნოემბერი. 2016. 21:26



ჟურნალისტებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ პარტიის წევრმა გიგა ბოკერიამ განუცხადა, რომ პარტიას სჭირდება თავმჯდომარე და დავით ბაქრაძე საუკეთესო კანდიდატურაა. მისი თქმით, პარტიის თავმჯდომარის არჩევის საკითხი ყრილობაზე დადგება.


„პოლიტსაბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ყრილობა ჩატარდეს იანვრის ბოლოს. მე ამას არ ვეთანხმებოდი, მაგრამ პოლიტსაბჭომ ასე გადაწყვიტა. ვფიქრობ, თავმჯდომარედ ბაქრაძის არჩევა პარტიას წაადგება. მიხეილ სააკაშვილი არ არის თავმჯდომარე, რადგან შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე დღეს დევნილია. პარტიის თავმჯდომარის არჩევის საკითხი ცალკეა, შემდეგ პოლიტსაბჭოზე გადაწყდება და ყრილობაზეც დადგება ალტერნატივები. დღეს უბრალოდ გადაწყდა, როდის და რა ფორმით ჩატარდება ყრილობა. ამ პარტიას სჭირდება თავმჯდომარე და დავით ბაქრაძე საუკეთესო კანდიდატურაა. ყრილობამდეც იქნება ამ საკითხზე მსჯელობა", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.


 

right_banner big_banner
არქივი