logo_geo
ჯუანშერ ბურჭულაძე ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფება
- +

2 თებერვალი. 2023. 11:29

 

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თურქეთში ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატში თურქ და აზერბაიჯანელ კოლეგებს ყარსში შეხვდა. ჯუანშერ ბურჭულაძემ, თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აკარმა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ზაქირ ჰასანოვმა რეგიონული განვითარებისა და თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა ერთობლივი სამხედრო წვრთნებისა და სწავლებების მნიშვნელობაზე, რაც კიდევ უფრო აახლოებს სამივე ქვეყნის სამხედროებს და აძლიერებს ურთიერთთავსებადობას. აღინიშნა თავდაცვის სფეროში სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატის მნიშვნელობა, რაც რეგიონში უსაფრთხოებასა და სტაბილურობას ემსახურება.

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თურქეთში მრავალეროვნული სწავლების „ზამთარი 2023“ საპატიო სტუმართა დღეზე დასასწრებად არის მიწვეული.

 

თურქეთი ფართომასშტაბიან ზამთრის სამხედრო სწავლებას ყარსის პროვინციაში მასპინძლობს. საერთაშორისო სწავლებაში 17 ქვეყანა მონაწილეობს, მათ შორის საქართველო, აზერბაიჯანი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, იტალია და სხვა. სწავლება მიზნად ისახავს ზამთრის პირობებში საბრძოლო უნარ-ჩვევების გაძლიერებას.

 

 

big_banner
არქივი