logo_geo
თეა წულუკიანი: როგორც ჩანს, სააკაშვილის მოწოდებამ იმოქმედა ზოგიერთ უკრაინელზე, მათ შორის პრეზიდენტ ზელენსკიზე, ის გამოვიდა სააკაშვილის გულის სანაცვლოდ და იცავს კრიმინალს
- +

2 თებერვალი. 2023. 20:44

 

როგორც ჩანს, სააკაშვილის მოწოდებამ იმოქმედა ზოგიერთ უკრაინელზე, მათ შორის პრეზიდენტ ზელენსკიზე, ის გამოვიდა სააკაშვილის გულის სანაცვლოდ და იცავს კრიმინალს, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

როდესაც პატიმარი არ ეგუება იმ სასჯელს, რომელიც კანონიერად აქვს მისჯილი და ირჩევს გზას, ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ აირიდოს სასჯელი, მაგალითისთვის, შეუთვალოს უკრაინელებს, რომ ჩემი გული თქვენ გეკუთვნით და იმედი აქვს, რომ უკრაინელები ამის გამო დაიცავენ მას. როგორც ჩანს, ამ მოწოდებამ იმოქმედა ზოგიერთ მათგანზე, მათ შორის პრეზიდენტ ზელენსკიზე და ის გამოვიდა სააკაშვილის გულის სანაცვლოდ და იცავს კრიმინალს“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის პოსტს მიხეილ სააკაშვილზე, სოციალურ ქსელ „ტვიტერში” საქართველოს მოქალაქეების ნაწილის პროტესტი მოჰყვა.

 

 

big_banner
არქივი