logo_geo
ილია დარჩიაშვილი საქართველოში შვედეთის სამეფოს ელჩს შეხვდა
- +

2 თებერვალი. 2023. 20:45

 

საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი საქართველოში შვედეთის სამეფოს ელჩს ულრიკ ტიდესტრომს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის არსებული დღის წესრიგი, მათ შორის მაღალი დონის ვიზიტების გაცვლა და საქართველოსა და შვედეთის სამეფოს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე, ამ მიმართულებით საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებსა და გატარებულ რეფორმებზე. აღინიშნა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე შვედეთის, როგორც თავმჯდომარე ქვეყნის განსაკუთრებული როლი. მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა მომავალშიც აქტიურად იმუშაონ ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაზე.

big_banner
არქივი