logo_geo
ნიკოლოზ სამხარაძე: ნატო-საქართველოს სხდომაზე აღინიშნა, რომ საქართველოს აქვს პროგრესი 2022 წელს ნატოსთან დაახლოების პროცესში და პროგრესი კიდევ უფრო მეტად უნდა გაღრმავდეს
- +

2 თებერვალი. 2023. 21:18

 

"ნატო-საქართველოს სხდომაზე, რომლის ძირითადი მიზანი იყო 2022 წლის შედეგების განხილვა. საკმაოდ საინტერესო დისკუსია შედგა. აღინიშნა, რომ საქართველოს აქვს პროგრესი 2022 წელს ნატოსთან დაახლოების პროცესში და პროგრესი კიდევ უფრო მეტად უნდა გაღრმავდეს, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სხდომაზე გამოთქვეს ურყევი მხარდაჭერა ნატოში საქართველოს წევრობისადმი.

ვისაუბრეთ რეგიონალურ უსაფრთხოებაზე, ეკონომიკის მდგომარეობაზე, ვაჭრობის გაუმჯობესებაზე. ყველა საკითხზე მოისმინეს ჩვენი პოზიცია. შემიძლია საკმაოდ პოზიტიურად შევაფასო ეს შეხვედრა. სხდომის გარდა, შევხვდით ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე, მირჩა ჯოანას. გზავნილები იყო ძალიან პოზიტიური და მხარდამჭერი. ნატოს სხდომაზე ყურადღება გამახვილდა ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციაზე, რაც მიიჩნევა ერთ-ერთ დამხმარე პროცესად ნატოში ინტეგრაციისთვის. აქ მიმართულებითაც აღინიშნა ის პროგრესი, რომელსაც საქართველომ მიაღწია როგორც 12 პუნქტის შესრულებაზე“, - განაცხადა სამხარაძემ.

big_banner
არქივი