logo_geo
ნიკოლოზ სამხარაძე ზელენსკის განცხადებაზე: არანაირი დასაბუთება და მტკიცებულება სააკაშვილის ციხესა ან საავადმყოფოში წამების, არ არსებობს - დაუსაბუთებელი განცხადებების გაკეთება მიუღებელია
- +

2 თებერვალი. 2023. 21:20

 

ნიკოლოზ სამხარაძე უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმერ ზელენსკის მიერ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ პოსტს გამოეხმაურა. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ დაუსაბუთებელი განცხადებების გაკეთება მიუღებელია.

ეს პირველი განცხადება არ არის უკრაინის მხრიდან, რომელიც არამეგობრულია საქართველოს მიმართ. მე ვერ ვიტყვი რა უდევს საფუძვლად ამ განცხადებას. არანაირი დასაბუთება და არანაირი მტკიცებულება სააკაშვილის ციხეში ან საავადყოფოში წამების არ არსებობს. დაუსაბუთებელი განცხადებების გაკეთება მიუღებელია.

არაერთხელ გვითქვამს და კიდევ ერთხელ ვამბობ, რა განცხადებაც არ უნდა გაკეთდეს უკრაინიდან მეგობრული, არამეგობრული ან შეურაცხმყოფელი, ეს მაინც არ შეარყევს ჩვენს პოზიციას უკრაინის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის მიმართ. ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინელი ხალხის პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას“, - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის პოსტს მიხეილ სააკაშვილზე, სოციალურ ქსელ „ტვიტერში” საქართველოს მოქალაქეების ნაწილის პროტესტი მოჰყვა.

big_banner
არქივი