logo_geo
ნიკოლოზ სამხარაძე: რა განცხადებაც არ უნდა გაკეთდეს უკრაინიდან - მეგობრული ან არამეგობრული, ეს არ შეარყევს ჩვენს პოზიციას უკრაინის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის მიმართ
- +

2 თებერვალი. 2023. 21:54

 

„რა განცხადებაც არ უნდა გაკეთდეს უკრაინიდან მეგობრული, არამეგობრული, შეურაცხმყოფელი, ეს მაინც არ შეარყევს ჩვენს პოზიციას უკრაინის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის მიმართ. ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინელი ხალხის პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

 

ნიკოლოზ სამხარაძე ზელენსკის მიერ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ პოსტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დაუსაბუთებელი განცხადებების გაკეთება მიუღებელია.

 

ეს პირველი განცხადება არ არის უკრაინის მხრიდან, რომელიც არამეგობრულია საქართველოს მიმართ. მე ვერ ვიტყვი რა უდევს საფუძვლად ამ განცხადებას. არანაირი დასაბუთება და არანაირი მტკიცებულება სააკაშვილის ციხეში ან საავადყოფოში წამების არ არსებობს. დაუსაბუთებელი განცხადებების გაკეთება მიუღებელია.“, - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

 

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის პოსტს მიხეილ სააკაშვილზე, სოციალურ ქსელ „ტვიტერში” საქართველოს მოქალაქეების ნაწილის პროტესტი მოჰყვა.

 

 

big_banner
არქივი