logo_geo
შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირის წევრობის კითხვარის შეფასება კიდევ ერთხელ დაგვაფიქრებს იმ ქართველებზე, რომლებიც შიგნით და გარეთ გვიმტკიცებენ ჩვენ და უმტკიცებენ ევროკავშირს, თუ როგორ არ იმსახურებს საქართველო კანდიდატის სტატუსს
- +

3 თებერვალი. 2023. 12:07

 

 

 

„ევროკავშირის წევრობის კითხვარის შეფასება კიდევ ერთხელ დაგვაფიქრებს იმ ქართველებზერომლებიც შიგნით და გარეთ გვიმტკიცებენ ჩვენ და უმტკიცებენ ევროკავშირსთუ როგორ არ იმსახურებს საქართველო კანდიდატის სტატუსს“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

მისი თქმით, ევროკავშირში წევრობის კითხვარის მეორე ნაწილზე ევროკომისიის მიერ მომზადებული შეფასებით, საქართველო ტრიოს ქვეყნებში საუკეთესოა საკითხების 6 ჯგუფიდან 3-ში, მათ შორის ყველაზე მთავარ, ე.წ. ფუნდამენტური სფეროების ჯგუფში.

 

ეს შეფასება კიდევ ერთხელ ადასტურებსრომ დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაშისაქართველო შარშან ივნისშივე უნდა გამხდარიყო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი სახელმწიფო.

 

ამასთანეს შეფასება კიდევ ერთხელ დაგვაფიქრებს იმ ქართველებზერომლებიც მაშინ და დღესაცსიტყვით და წერილობითშიგნით და გარეთ გვიმტკიცებენ ჩვენ და უმტკიცებენ ევროკავშირსთუ როგორ არ იმსახურებს საქართველო კანდიდატის სტატუსს.

 

არადაამ ანგარიშთან ერთადმხოლოდ ბოლო დღეებში გამოქვეყნებული კვლევების მიხედვით:

კორუფციის აღქმის ინდექსში ვუსწრებთ ყველა კანდიდატსევროკავშირის 9 და ნატოს 11 წევრ ქვეყანასადამიანის თავისუფლების ინდექსში ვუსწრებთ ყველა კანდიდატსევროკავშირის 3 და ნატოს 7 წევრ ქვეყანას“, - წერს შალვა პაპუაშვილი.

 

 

big_banner
არქივი