logo_geo
გია ცაგარეიშვილი: ბოლოს, ლომჯარია როდის იხილეს რომელიმე პატიმართან შესული, გარდა მიხეილ სააკაშვილისა, არავის ახსოვს
- +

3 თებერვალი. 2023. 20:42

ბოლოს, ნინო ლომჯარია როდის იხილეს რომელიმე პატიმართან შესული, გარდა მიხეილ სააკაშვილისა, არავის ახსოვს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.

„თავიდან ბოლომდე ფოკუსირებული იყო იმაზე, რომ დამახინჯებული სურათი გამოეტანა ჯერ ციხიდან, შემდეგ საავადმყოფოდან სააკაშვილის პატიმრობასა და მკურნალობასთან დაკავშირებული. იგი იყო ერთ-ერთი ინიციატორი ამ პროცესისა და ფერხულში ჩაბმული „ემპათიასთან“ და სხვებთან, - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

ნინო ლომჯარია, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა საგანგებო პრიზით დააჯილდოვა. ფაქტს, „ხალხის ძალა“ ეხმიანება. სადაც, ყურადღებას ამხვილებენ მიხეილ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების აგორებულ კამპანიაზე. მოძრაობაში მიაჩნიათ, რომ სწორედ ლომჯარიას ჩართულობით ჩაეყარა საფუძველი აღნიშნულ კამპანიას.

big_banner
არქივი