logo_geo
მიხეილ სარჯველაძე: საქართველო კანდიდატის სტატუსს უპირველესად იმსახურებდა. მოლდოვასთან და უკრაინასთან მიმართებაში მიღებული გადაწყვეტილება დამსახურებაზე დაფუძნებით არ ყოფილა
- +

4 თებერვალი. 2023. 11:53

 

 

 

საქართველო კანდიდატის სტატუსს უპირველესად იმსახურებდა. მოლდოვასთან და უკრაინასთან მიმართებაში მიღებული გადაწყვეტილება დამსახურებაზე დაფუძნებით არ ყოფილა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

 

იგი ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს გამოეხმაურა.

 

„დადასტურდა, რომ თუკი დამსახურებებზე ვისაუბრებთ და ვის მეტად ეკუთვნის და ვის ნაკლებად, საქართველო კანდიდატის სტატუსს უპირველესად იმსახურებდა. მიუხედავად ამისა, კანდიდატის სტატუსი არ იყო მონიჭებული. ეს ნიშნავს, რომ დამსახურებაზე დაფუძნებით არ ყოფილა გადაწყვეტილება მიღებული მოლდოვასთან და უკრაინასთან მიმართებაში. ეს ნიშნავს იმას, რომ ოპონენტები რასაც ეუბნებოდნენ საზოგადოებას, თითქოს, საქართველომ უკან დახია პოზიციები, ეს იყო მტკნარი ტყუილი“, - განაცხადა სარჯველაძემ.

 

 

big_banner
არქივი