logo_geo
გურამ მაჭარაშვილი: რადიკალური ოპოზიცია და მისი წარმომადგენლები უკვე ღიად, საჯაროდ, ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე, პირდაპირ აცხადებენ, რომ ისინი აპირებენ ომს საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ
- +

4 თებერვალი. 2023. 18:08

 

 

"ის, რომ გუბაზ სანიკიძე საკუთარი სახელმწიფოსა და ხალხის წინააღმდეგ აპირებს ომს, ეს არის ერთ-ერთი დასტური იმისა, რომ ის წარმოადგენს რადიკალურ ოპოზიციას", - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა ქრონიკასთან“ განაცხადა.

 

„ჩვენ, „ხალხის ძალა“ არაერთხელ ვამბობდით, რომ მათი მიზანი იყო მეორე ფრონტი ქვეყანაში - ახლა ბატონი გუბაზი ამაში სამწუხაროდ დაგვეთანხმა, რადგან მათი მიზანი არის ომი. რადიკალური ოპოზიცია და მისი წარმომადგენლები უკვე ღიად, საჯაროდ, ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე, პირდაპირ აცხადებენ, რომ დიახ, ისინი აპირებენ ომს საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

 

გუბაზ სანიკიძემ ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში განაცხადა: „ამას მარტო ჩემი სახელით არ ვამბობ, მეომრებთან მილაპარაკია, აქ ბევრი ვაპირებთ ომს!“

 

 

big_banner
არქივი