logo_geo
ილია დარჩიაშვილი: ჩვენი ხელისუფლების პირობებში გადაიდგა კონკრეტული და ხელშესახები ნაბიჯები იმისთვის, რომ საქართველო მაქსიმალურად დაახლოებოდა ევროკავშირს
- +

4 თებერვალი. 2023. 20:32

 

 

ჩვენი ხელისუფლების პირობებში გადაიდგა კონკრეტული და ხელშესახები ნაბიჯები იმისთვის, რომ საქართველო მაქსიმალურად დაახლოებოდა ევროკავშირს, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

ასოცირების ხელშეკრულებამ შექმნა ძალიან მყარი საფუძველი იმისთვის, რომ ჩვენ დავაშენოთ ჩვენი ევროპული ინტეგრაცია, შემდეგ იყო ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება, რომელიც ევროკავშირი აქცია ჩვენს მთავარ სავაჭრო პარტნიორად. ასევე, კიდევ ერთი ხელშესახები შედეგი, რომელიც ჩვენ მივიღეთ - თავისუფალი უვიზო მიმოსვლა. აი ამ, კონკრეტული შედეგებით, რომელსაც საქართველო ბოლო წლების განმავლობაში ევროინტეგრაციის გზაზე გადიოდა, ჩვენა მოსახლეობამ იგრძნო. ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი იყო 2022 წლის 3 მარტი, როდესაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმოწერით გაიგზავნა დოკუმენტი ჩვენს პარტნიორებთან“, - აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.

 

მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ საქართველო ოფიციალურად დააყენა ევროინტეგრაციისა და ევროკავშირში საბოლოო წევრობის გზაზე.

 

 

big_banner
არქივი