logo_geo
ილია დარჩიაშვილი: დასკვნა, რომელიც ევროკავშირმა დადო, არის მნიშვნელოვანი იმპულსი, რომ ჩვენმა ქვეყანამ ევროინტეგრაციის გზა გააგრძელოს
- +

4 თებერვალი. 2023. 20:45

 

 

დასკვნა, რომელიც ევროკავშირმა დადო, ეს არის მნიშვნელოვანი იმპულსი, რომ ჩვენმა ქვეყანამ ევროინტეგრაციის გზა გააგრძელოს, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ევროკომისიის დასკვნაზე საუბრისას „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

„ეს არის ახალი და დასკვნითი ფაზა, რომელშიც ჩვენ შევედით. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ამ პროცესში თანმიმდევრულად და კონკრეტული ხელშესახები შედეგებით მივდივართ. ეს დოკუმენტი არის ერთ-ერთი მთავარი ქვაკუთხედი. სამწუხაროა, რომ ასეთი სიღრმისეული შეფასების გარეშე მაშინ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღეს, თუმცა, დღეს არსებული დოკუმენტის პირობებში ჩვენ ევროკავშირის მხრიდან მოლოდინში ვართ, რომ შესაბამისი დასკვნა მივიღოთ ერთი მხრივ მოცემულ 12 პუნქტზე და ეს დოკუმენტი შეიტანს თავის ფასდაუდებელ წვლილს ამ გადაწყვეტილებაში“, - აღნიშნა მინისტრმა.

 

 

big_banner
არქივი