logo_geo
ილია დარჩიაშვილი: ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელსაც ჩვენი ევროპელი პარტნიორებისგან ველოდებით, იქნება ზუსტად ისეთი, რა მოლოდინიც გვაქვს
- +

4 თებერვალი. 2023. 21:15

 

 

ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ სწორედ ის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელსაც ჩვენ ჩვენი ევროპელი პარტნიორებისგან ველოდებით, იქნება ზუსტად ისეთი, რა მოლოდინიც გვაქვს, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს პოზიტიური იმპულსები აქვს, რაც ოპტიმიზმს აძლიერებს.

 

„საქართველომ, 12 პუნქტის შესრულებაზე ძალიან აქტიურად იმუშავა. მინდა შეგახსენოთ, რომ 2022 წელს 82 ახალი კანონი მივიღეთ იმისთვის, რომ ევროპელი პარტნიორებისგან მიღებული 12 პუნქტი შეგვესრულებინა. დასკვნები, რომელიც ჩვენი ევროპელი პარტნიორებისგან მივიღეთ არის მყარი საფუძველი იმისა, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი ეკუთვნის“, - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

 

ევროკომისიამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე საქართველოს განაცხადთან დაკავშირებით ანალიტიკური ანგარიში გამოაქვეყნა.

 

 

big_banner
არქივი