logo_geo
ილია დარჩიაშვილი: ჩვენ გადავედით გაწევრიანების საბოლოო ფაზაში - ეს არის სივრცე, პროცესი, როდესაც ამ ბოლო ფაზის გავლის შემდეგ მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას და საქართველო აცილებლად გახდება ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი
- +

4 თებერვალი. 2023. 22:06

 

 

 

ევროინტეგრაციის პროცესი და ზოგადად, ქვეყნის სრულფასოვანი წევრობა ევროკავშირში - ეს არის ძალიან რთული და შრომატევადი პროცესი. აქ ყველაზე მთავარია, გვჯეროდეს ჩვენი თავის, ჩვენი შესაძლებლობების და არ შევასუსტოთ ამბიციური დღის წესრიგი და ყოველდღიურ რეჟიმში ვიმუშაოთ ჩვენი საბოლოო მიზნისთვის- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

„ჩვენ გადავედით გაწევრიანების საბოლოო ფაზაში. ეს არის სივრცე, პროცესი, როდესაც ამ ბოლო ფაზის გავლის შემდეგ მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას და საქართველო აცილებლად გახდება ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი. ჩვენ მივიღეთ ევროპული პერსპექტივა და ეს არის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება. ეს არის პოლიტიკური პირობა ჩვენი ევროპელი პარტნიორებისგან, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი. მსგავსი პერსპეტივა მიენიჭა უკრაინასა და მოლდოვას და ისინიც ზუსტად ჩვენ ერთად გადიან ამ პროცესს. მე დარწმუნებული ვარ, როდესაც მოვა ის დრო, რომ ევროკომისია შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს, სამივე ქვეყანა გადავა ახალ ფაზაში და ეს არის უკვე განახლებული მოლაპარაკებები წევრობაზე“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.

 

 

big_banner
არქივი