logo_geo
მიხეილ ყაველაშვილი გუბაზ სანიკიძის განცხადებაზე: გამოვლილი გვაქვს სამოქალაქო ომი და ვიცით ეს რას ნიშნავს, ვიცით, როგორი საჯიშე ბიჭები დავკარგეთ და არავის მივცემთ საშუალებას, რომ საქართველოში მსგავსი რამ განმეორდეს
- +

6 თებერვალი. 2023. 20:06

 

გამოვლილი გვაქვს სამოქალაქო ომი და ვიცით ეს რას ნიშნავს, ვიცით, როგორი საჯიშე ბიჭები დავკარგეთ და არავის მივცემთ საშუალებას, რომ საქართველოში მსგავსი რამ განმეორდეს, - ამის შესახებ გადაცემაში „პოლიტიკურ პოსტში“ მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში სიტუაციის არავისთვის, უკრაინაში მებრძოლი ქართველების გამოყენების მცდელობა „ერთ-ერთი შემზარავი და მზაკვრული გეგმაა“.

აუცილებელია ხაზი გავუსვათ იმ ხიფათს, რომელიც შეიძლება მოდიოდეს უკრაინაში რიგი მებრძოლებისგან. მათი მხრიდან გაჟღერებული მუქარებიდან პირდაპირ ჩანს, რომ დაკვეთილია საქართველოში სიტუაციის არევა, [ხელისუფლების] ცვლილება და მეორე ფრონტის გახსნა და რომ ამაში, ვინ თუ არა უკრაინაში მებრძოლებმა, უნდა მიიღონ მონაწილეობა. საქართველოს მოსახლეობასა და ხელისუფლებას სიფრთხილისკენ მოვუწოდებ - უფრო მეტი გონიერება უნდა გამოვიჩინოთ. ჩვენი გზა ყველასთვის გასაგებია და კიდევ უფრო მკაფიო უნდა იყოს გზავნილი ყველა ჩვენი მეზობლისთვის თუ ევროკავშირისა და აშშ-ისთვის - რატომ ვდგავართ ამ გზაზე და რა არის ჩვენი ქვეყნის ინტერესი. არცერთი საბაბი არ უნდა მიეცეს არავის, მითუმეტეს - შენს სისხლსა და ხორცს, რომელსაც განსხვავებული შეხედულებები აქვს, რომ აქ რაიმე სახის პროვოკაციაზე ან მსგავსი ქმედებების განხორციელებაზე იფიქროს. ამაზე უნდა იყოს მკაცრი პასუხი.
არიან ადამიანები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ საქართველოს გადარჩენის გზა უკრაინის ომში ჩართვაა. დაღუპულებს კიდევ ერთხელ მივაგებ პატივს. მათ თავიანთი გულით, შემართებით და რწმენით სჯერათ, რომ ეს არის გადარჩენის გზა. ღმერთმა ხელი მოუმართოთ, მაგრამ საკუთარ ქვეყანას თავი დაანებონ.

როცა უკრაინაში ეს პროცესები იწყებოდა, ხან, გონჩარენკოს მხირდან, გასეირნებაზე [მითითება გვესმოდა], ხან ჩვენმა ოპოზიციურმა არხებმა სპიკერებად გამოიყენეს [მსგავსი ნარატივის მქონე პოლიტიკოსები] და არც ერთი ოპოზიციონერი ან ოპოზიციური ტელევიზია ამას არ გამიჯვნია. პირიქით, საქართველოს სოციუმში ცდილობდნენ ამ ნარატივის შემოტანას, რომ - „[ომი] შეიძლება, რატომაც არა...“. ჩვენ ამის უდიდესი გამოცდილება გვაქვს, ჩვენმა მოქალაქეებმა აჩვენეს კიდეც, რომ ეს საკითხი მიუღებელია და დაახლოებით ოთხ-ხუთ თვეში [ოპოზიციონერებმა] შეცვალეს [ნარატივი] და თვითონ დაიწყეს [კითხვა] - ვის უნდა ომიო და ა.შ.

უკრაინაში მებრძოლი ქართველების გამოყენების საკითხი არის ყველაზე შემზარავი და მზაკვრული გეგმა - ბოლო სტადია, რომელიც ალბათ [რადიკალურ ოპოზიციასა და გლობალური ომის პარტიის წარმომადგენლებს] ჰქონდათ არსენალში. ამაზე ფიქრიც არ უნდა იყოს - გამოვლილი გვაქვს სამოქალაქო ომი და ვიცით რას ნიშნავს ეს, ვიცით, როგორი საჯიშე ბიჭები დავკარგეთ და არავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ საქართველოში მსგავსი რამ განმეორდეს“, - განაცხადა ყაველაშვილმა.

 

გუბაზ სანიკიძემ ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში განაცხადა: „ამას მარტო ჩემი სახელით არ ვამბობ, მეომრებთან მილაპარაკია, აქ ბევრი ვაპირებთ ომს!“

big_banner
არქივი