logo_geo
მამუკა მდინარაძე: ამდენ მოწოდებებს, ლობისტებში დიდი ფულის გადაყრას, ჯობია, სააკაშვილს მოუწოდონ, საჭმელი შეჭამოს
- +

6 თებერვალი. 2023. 21:43

 

ჩვენ ვიცით ერთი რაღაც, რომ ამდენ მოწოდებებს, დავალებების შესრულებებს, ვიღაცის თვალის ასახვევად დიდი ფულის გადაყრას იმაში, რომ ლობისტები დაიქირაონ, ჯობია, თუ მართლა ვინმეს აინტერესებს ამ ადამიანის ჯანმრთელობა და ობიექტურად ერთი ადამიანი მაინც დარჩა იქეთ მხარეს, ვისაც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა აინტერესებს, მოუწოდონ საჭმელი შეჭამოს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, უნდა მიიღოს შესაბამისი საკვები სააკაშვილმა

მოუწოდონ, რომ კალორიული საკვებიც შეჭამოს, მიუტანონ და მოუწოდონ. იმ დონეზე დავედით, ჩვენ ვეხვეწებით ლამის აქედან, საჭმელი ჭამოს, მეტად კალორიული. თუ კრიტიკულ ზღვარზე ვიღაცას რისკის გაწევა უნდა და ამით უნდა სახელმწიფო მოატყუოს, ეს არ გამოდის. თავის დროზე სტრასბურგის სასამართლომ მოუწოდა, რომ ეჭამა, ახლა მთელი პოლიტიკური სპექტრი ეხვეწება თავისიანების გარდა. მთელი პარადოქსი ამაშია. ერთი ადამიანი იმისთვის, რომ დაარწმუნოს მსოფლიო, რაღაც უბედურება ხდება, აწამებენ და კლავენ, საჭმელს არ ჭამს იმ კალორაჟით, რამდენიც სჭირდება, თურმე ამის გამო უნდა მოხდეს სახელმწიფოში ყველა სამართლებრივი პრინციპის ამოტრიალება. ასე არ ხდება. როგორც სტრასბურგი, ასევე საქართველოს სასამართლო ერთ დასკვნამდე მიდის, უბრალოდ, არ არის ეს ყველაფერი მართალი. უნდა მიიღოს შესაბამისი საკვები სააკაშვილმა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

big_banner
არქივი