logo_geo
შალვა პაპუაშვილი: მრავალწლიანი პაუზის შემდეგ, დღეს საქართველოს პარლამენტში მედიის აკრედიტაციის წესი დამტკიცდა
- +

6 თებერვალი. 2023. 21:45

 


მრავალწლიანი პაუზის შემდეგ, დღეს საქართველოს პარლამენტში მედიის აკრედიტაციის წესი დამტკიცდა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელსი წერს.

მისი თქმით, აკრედიტაციის წესი, სრულად, მიმდინარე წლის 1-ლი მარტიდან ამოქმედდება.

აკრედიტაციის სისტემა ეფუძნება საუკეთესო ევროპულ გამოცდილებას, რომელიც თავის მხრივ ორი ძირითადი პრინციპის ურთიერთშეწონიდან ამოდის:

1. შეუქმნას მედიას მუშაობის სათანადო პირობები საპარლამენტო საქმიანობის შესახებ საზოგადოების სრული და დროული ინფორმირებისთვის.

2. უზრუნველყოს პარლამენტის წევრებისთვის, აპარატის თანამშრომლებისთვის და პარლამენტის ვიზიტორებისთვის სათანადო სამუშაო გარემოს არსებობა.

აკრედიტაციის წესი, სრულად, მიმდინარე წლის 1-ლი მარტიდან ამოქმედდება. დეტალები იხილეთ ბმულზე“, - წერს შალვა პაპუაშვილი.

big_banner
არქივი