logo_geo
გივი მიქანაძე უკრაინის საგარეო უწყების განცხადებაზე: კანონმდებლობით სააკაშვილისთვის მინიჭებული ყველა უფლება არის უზრუნველყოფილი
- +

7 თებერვალი. 2023. 21:06

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გივი მიქანაძის განცხადებით, ვინც არ უნდა იყოს ეს, უკრაინული მხარე თუ ნებისმიერი სხვა ადამიანი, მოსწონს ეს მას თუ არა, სააკაშვილმა უნდა აგოს პასუხი იმ ჩადენილი დანაშაულისთვის, რაც განსაზღვრულია სასამართლოს მიერ, კონკრეტულ არგუმენტებზე და ფაქტებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებით. ასე გამოეხმაურა ის უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხება.

ისეთი განცხადებები კეთდება, რომელიც პირდაპირ შეიძლება იყოს აღქმული, როგორც ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევა. ვინც არ უნდა იყოს ეს, უკრაინული მხარე თუ ნებისმიერი სხვა ადამიანი, მოსწონს ეს მას თუ არა, სააკაშვილმა უნდა აგოს პასუხი იმ ჩადენილი დანაშაულისთვის, რაც განსაზღვრულია სასამართლოს მიერ, კონკრეტულ არგუმენტებზე და ფაქტებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებით. თითოეული ადამიანის, მათ შორის სააკაშვილის უფლებები არის ძალიან მაღალი სტანდარტით დაცული. კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული ყველა უფლება არის უზრუნველყოფილი“, - აცხადებს მიქანაძე.

კიდევ ერთი პროვოკაციული გზავნილი კიევიდან - უკრაინის საგარეო უწყება სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას პოლიტიკურ ანგარიშსწორებას უწოდებს.

 

 

big_banner
არქივი