logo_geo
ირაკლი კობახიძე: „სირცხვილია“, „დროა“, ეკლესიის მაგინებლები მოქმედებენ არა ქართველი ხალხის სახელით, არამედ - უცხოური ძალების ინტერესების შესაბამისად
- +

10 მარტი. 2023. 12:55

 

 

სირცხვილია“, „დროა“, ეკლესიის მაგინებლები, მთავრობის გადადგომის მომთხოვნი ადამიანები არიან უცხოური გავლენის აგენტები. ისინი მოქმედებენ არა ქართველი ხალხის სახელით, არამედ ისინი მოქმედებენ უცხოური ძალის ინტერესების შესაბამისად“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, პოლარიზაციას ხელს უწყობს „სირცხვილიას“ და „დროას“ დაფინანსება.

 

ჩვენ ყველას ვაჩვენეთ, რომ ადამიანები, რომლებიც ამ მანკიერ ქმედებებს ახორციელებენ, არიან არა ქართველი ხალხის აგენტები, არამედ უცხოური ძალის აგენტები. „სირცხვილია“, „დროა“, ეკლესიის მაგინებლები, მთავრობის გადადგომის მომთხოვნი ადამიანები არიან უცხოური გავლენის აგენტები. ისინი მოქმედებენ არა ქართველი ხალხის სახელით, არამედ ისინი მოქმედებენ უცხოური ძალების ინტერესების შესაბამისად. ამაზე საზოგადოებამ ფართო ინფორმაცია მიიღო საზოგადოებამ ამ კანონპროექტის საფუძველზე და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

big_banner
არქივი