logo_geo
ირაკლი ბერაია: ვანო მერაბიშვილის კომენტარი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რა დონის ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები მიდის ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ და რა ელემენტები არიან ამაში ჩართული
- +

11 მარტი. 2023. 20:06

 

გვახსოვს ამ რეჟიმის მძიმე შედეგები, როდესაც ახალგაზრდები ქუჩებში, საპყრობილეებში იხოცებოდნენ და სახელმწიფო მაშინ მოქალაქეებისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენდა. ის ზრახვები, რაც ვანო მერაბიშვილს და მისი კოორდინაციით მოქმედი ჯგუფებს აქვთ, არ არის კეთილი, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაიამ ვანო მერაბიშვილის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

მისი თქმით, ვანო მერაბიშვილს საერთოდ არ უნდა ჰქონდეს ამ საკითხებზე საუბრის მორალური უფლება.

ვანო მერაბიშვილის კომენტარი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რა დონის ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები მიდის ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ და რა ელემენტები არიან ამაში ჩართული“, – განაცხადა ბერაიამ.

საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა ჟურნალისტ ევგენი კისელიოვისთვის მიცემულ ინტერვიუში ქვეყანაში გამართულ საპროტესტო აქციებზე ისაუბრა. კითხვაზე „შესაძლებელია თუ არა თბილისური მაიდანი“, ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ „რეჟიმის დღეები დათვლილია“.

big_banner
არქივი