logo_geo
ირაკლი ჩიქოვანი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ გაწვეულ კანონპროექტზე: ყველამ უნდა გაიგოს, რომ ეს კანონპროექტი, თავისი შინაარსით იყო ორიენტირებული გამჭვირვალობაზე
- +

11 მარტი. 2023. 21:18

 

არ ვიზიარებ ოპოზიციის პოზიციას, რომ ისინი გულწრფელად მიუდგნენ ამ საკითხს და ისინი მზად იყვნენ განეხილათ ამ კანონპროექტის რეალური მიზნები, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა „ქრონიკაში“ განაცხადა, რომელმაც უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ გაწვეულ კანონპროექტთან დაკავშირებით ისაუბრა.

ჩვენ დავინახეთ, რომ მას შემდეგ, რაც ამ კანონპროექტის ინიცრება მოხდა, ოპოზიცია ცრუ ნარატივით, ცრუ საინფორმაციო კამპანიით შეეცადა რომ ამ ყველაფრისთვის მიეკერებინათ რუსული კანონის იარლიყი, რომელიც მათ შეძლეს და ამით იყო გულანთებული იმ ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა, რომელიც აქციაზე იდგნენ.

ყველამ კარგად უნდა გაიგოს, რომ ეს კანონპროექტი, თავისი შინაარსით იყო ორიენტირებული უმნიშვნელოვანეს რაღაცაზე, რაც არის გამჭვირვალობა. თუ ვინმეს ჰქონდა პრეტენზია ამ კანონპროექტთან მიმართებაში, თუ ვინმეს ჰქონდა მსგავსება რომელიმე სახელმწიფოს კანონთან შედარებით, ჩვენ მზად ვიყავით ამასთან დაკავშირებით გვესაუბრა, თუმცა ოპოზიციას არ სურდა ამ საკითხზე ესაუბრა“, - აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

არლამენტმა „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული აგენტების შესახებ ამერიკული კანონის პირველი ვარიანტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო, რასაც საპროტესტო აქციები მოჰყვა. ამის შემდეგ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტს, კლერ ბაზი მალორისწერილი გაუგზავნა, რომელშიც საქართველოს პარლამენტში წარდგენილ ორ კანონპროექტზე, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ და „უცხოური აგენტების რეგისტრაციის“ შესახებ კანონპროექტებზე დასკვნის მომზადებას სთხოვს.

თუმცა, ამის მიუხედავად პროტესტი არ შეწყდა და საბოლოოდ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს, „ხალხის ძალისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი გაწვეულია „უპირობოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე“.

10 მარტს კი, პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტი მეორე მოსმენით ჩააგდო.

big_banner
არქივი