logo_geo
ირაკლი ღარიბაშვილი: ჰუმანიტარული დახმარების მოცულობით ვართ პირველ ადგილზე მთელ მსოფლიოში, ყველა რეზოლუციას შევუერთდით, ყველგან მხარი დავუჭირეთ, ყველგან ბოლომდე გადავყევით
- +

12 მარტი. 2023. 22:10

 

 

 

ერთადერთი, რის გამოც არიან უკმაყოფილონი, არის ის, რომ ომში არ ჩავერთეთ, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ეხებოდა, თუ რით ვერ დაანახა საქართველოს ხელისუფლებამ უკრაინის ხელისუფლებას   ის სოლიდარობა და გვერდით დგომა, რომელიც ომის დაწყების პირველივე დღიდან ქვეყანამ გამოიჩინა.

 

„ომში არ ჩავერთეთ. ომში რომ არ ჩავერთეთ, ეს არის მთავარი მიზეზი. მათი მოლოდინი რა იყო, მე შეგახსენებთ, რამდენიმე წუთით მინდა, რომ მომცეთ საშუალება, რომ კიდევ ერთხელ ავუხსნა საზოგადოებას. უკრაინაში ომის დაწყება მოსალოდნელი იყო ჯერ კიდევ ნოემბერში, ან დეკემბერში მაქსიმუმ. ამის თაობაზე ინფორმაციები ჩვენ გვქონდა, მათ შორის, მეც ვიცოდი ჩვენი კოლეგებისგან, პარტნიორებისგან. სააკაშვილი როდის შემოვიდა საქართველოში - პირველ ოქტომბერს. სააკაშვილი შემოაგზავნეს ორგანიზებულად. მთავარი მიზანი იყო აქ გადატრიალების მოწყობა და საჭირო დროს ქვეყნის ომში ჩართვა. ამაში ჩვენ დღეს ეჭვი აღარ გვეპარება. ვაკვირდებით რა იმ ფაქტებს და ვაანალიზებთ, რომელიც უკვე შემდეგ განვითარდა. თქვენს კითხვაზე ჩემი პასუხი მარტივია, რით ვერ დავანახეთ ჩვენი, მაგალითად ჰუმანიტარული დახმარების მოცულობით ჩვენ ვართ პირველ ადგილზე მთელს მსოფლიოში, ყველა რეზოლუციას შევუერთდით, ყველგან მხარი დავუჭირეთ, ყველგან ბოლომდე გადავყევით. აქ უკრაინელებს გავუხსენით უკრაინულ ენაზე სკოლები, თუ რამე შეგვიძლია ჩვენ, პატარა ქვეყანას, მთელი გული და ყველაფერი ვაჩვენეთ. ერთადერთი, რის გამოც არიან უკმაყოფილონი, არის ის, რომ ომში არ ჩავერთეთ. თქვეს კიდევაც პირდაპირ, რომ ეს არ არის ომის ხელისუფლება და სააკაშვილი რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში, ეს არის არესტოვიჩის გამონათქვამები, დღეს ქვეყანა იქნებოდა ომშიო. ეს არის, მხოლოდ ეს ახსნა აქვს მათ გაღიზიანებას, მათ უკმაყოფილებას, სხვა ახსნა უბრალოდ არ არსებობს, მაგრამ აქვე, მინდა ვთქვა, რომ ამ ყველაფრის მიუხედავად მე მესმის, რომ ყველას თავისი ინტერესი აქვს, უკრაინისთვის შეიძლება შვება ყოფილიყო ერთგვარი, თუ რუსეთი გარკვეულწილად გადაიტანდა ყურადღებას ჩვენი მიმართულებით, აქ რომ ყოფილიყო ეს ფაშისტური ორგანიზაცია ხელისუფლებაში, „ნაციონალური მოძრაობის“ სახით, ან სხვები, ანარქისტების სახით, რა თქმა უნდა, მათთვის ინტერესი იქნებოდა, საინტერესო იქნებოდა, რუსეთის ინტერესი, ყურადღება გადავიდოდა, მაგრამ ჩვენი ქვეყანა გადაიქცეოდა პოლიგონად, მეორე მარიუპოლს მივიღებდით, მეორე პოლიგონს მივიღებდით აქ. ეს არის რეალობა და რა თქმა უნდა, მეტი საშუალება ექნებოდა უკრაინას, რომ უკეთ მომზადებულიყო, დროს მოიგებდა, მაგრამ ჩვენი ქვეყანა განადგურდებოდა. ამიტომ, კიდევ ერთხელ  მინდა ვთქვა, ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რა ხდება დღეს მსოფლიოში. ამიტომ, მშვიდად ვიყოთ და არავის არ ავყვეთ, ამ ემოციებით მართვა ჩვენ არ გვინდა. ემოციები კარგია, ვაჩვენოთ, მაგრამ მმართველმა ძალამ და პარლამენტმა მკაფიოდ განმარტა, ეს კანონპროექტი მივიღეთ, მაგრამ ვაგზავნით ვენეციის კომისიაში, ანუ სად, ევროპაში, ველოდებით მათ პასუხს, ამის მიუხედავად, მათ გამოიჩინეს სულსწრაფობა და ძალიან კარგია, რომ გამოიჩინეს სულსწრაფობა, იმიტომ, რომ ისე არ განვითარდებოდა, როგორც განვითარდა. მათ ეგონათ, რომ აქ რაღაც მოხდებოდა, არაფერი არ მოხდებოდა და არც მოხდება, ყველაფერი არის კონტროლის ქვეშ და იმაზე მეტად გადაზღვეულია, ვიდრე მათ წარმოუდგენიათ“, -  აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

 

 

 

big_banner
არქივი