logo_geo
ირაკლი ღარიბაშვილი: თუ დამსახურებულ მიღებაზეა საუბარი, ჩვენი ქვეყანა იმსახურებს კანდიდატის სტატუსს
- +

12 მარტი. 2023. 22:30

 

 

„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, სტატუსი უნდა მივიღოთ წლის ბოლომდე. თუ დამსახურებულ მიღებაზეა საუბარი. ჩვენი ქვეყანა იმსახურებს კანდიდატის სტატუსს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცდა.

 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, თუ ამ პროცესს ვინმე საბოტაჟს გაუწევს, და სურს, რომ გაუწიოს საბოტაჟი, ეს არის ისევ დესტრუქციული და ანარქისტული ძალები.

 

„ყველა ის ევროპელი თუ უცხოელი, რომელიც ტოლობის ნიშანს უწერს სააკაშვილს და ჩვენს ქვეყანას, ესე იგი, ის არ ცნობს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს. ის პატივს არ სცემს ჩვენს ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას. ჩვენს ინსტიტუტებს, ჩვენს ხალხს. ათასობით სააკაშვილის მიერ ნაწამებ დაჩაგრულ ადამიანებს. ამიტომ, ბუნებრივია, ჩვენი პასუხი და ჩვენი რეაქცია იქნება ადეკვატური, პროპორციული. ვინც ჩვენ პატივს არ გვცემს, ჩვენგანაც ნუ მოელის პატივისცემას.  ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ გამჭვირვალედ. მაგალითისთვის - ჩვენ საჯაროდ შევთავაზეთ სააკაშვილის ოჯახს, რომ ჩამოიყვანონ ნებისმიერი კლინიკიდან ნებისმიერი ექიმი, ოჯახმა და არა სხვამ. სხვა არ უნდა ჩაერიოს ამ პროცესში. ოჯახმა ჩამოიყვანოს, თუ უნდათ, რომ უმკურნალონ ადგილზე, პრობლემა არ არის. ნულია პრობლემა. ჩვენ არავითარ ბარიერს არ შევუქმნით. მაგრამ არა ისე, რომ მათ არც ჩვენი სამედიცინო დაწესებულებები, არც ჩვენი ინსტიტუტები, ასე არ გამოვა. ჩვენ ჩვენი ღირსება უნდა დავიცვათ. ჩვენ ჩვენი სახელი, ჩვენი ავტორიტეტი უნდა დავიცვათ. ჩვენ გვაქვს მრავალათასწლიანი სახელმწიფოებრიობა და კულტურა და იდენტობა და არავის არ ჰქონდეს მოლოდინი, რომ ჩვენ რაიმე უკანონობას ჩავიდენთ.

 

რაც შეეხება ზოგადად, კანდიდატის სტატუსს ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ, მაქსიმუმი გავაკეთეთ უკვე, პარლამენტმა ძალიან მაგრად იმუშავა მთავრობასთან ერთად. ჩვენ ყველამ ერთად ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ ყველა რეკომენდაცია, რომელიც ჩვენი შესასრულებელია, შეგვესრულებინა მაქსიმალურად მოკლე დროში., მანამდეც მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ - რა თქმა უნდა, ჩვენ რომ შევხედოთ მოლდოვას და უკრაინას, ხომ ვიცით, რა ხდება იქაც. ჩვენ იგივე ბოლო რაპორტი, რაც გამოაქვეყნა ევროკავშირმა, ჩვენ ბევრად წინ ვართ. ორჯერ, სამჯერ ვუსწრებთ უკრაინას, მოლდოვას, ყველა მიმართულებით. მაგრამ, ვიცით, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღეს, ჩვენ ერთგვარად დაგვსაჯეს, გვითხრეს, რომ სტატუსი ახლა არა, დაელოდეთ. ამაზე ვთქვით, გასაგებია, მადლობა მეგობრებო, მივიღეთ ევროპული პერსპექტივა. სტატუსი მათ მისცეს ავანსად. ჩვენ არავისი არ გვშურს, გვითქვამს ბევრჯერ, მაგრამ ჩვენიო მოლოდინი არის, რომ ვინაიდან ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, სტატუსი უნდა მივიღოთ წლის ბოლომდე. თუ დამსახურებულ მიღებაზეა საუბარი. ჩვენი ქვეყანა იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. თუ ვინმე საბოტაჟს გაუწევს, და სურს, რომ გაუწიოს საბოტაჟი, ეს არის ისევ აი ეს დესტრუქციული, ანარქისტული ძალები“, - განაცხადა პრემიერმა.

 

 

big_banner
არქივი