logo_geo
რამაზ საყვარელიძე: ვფიქრობ, სატრანზიტო დერეფნის ფუნქცია იქნება გადამწყვეტი მექანიზმი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისაღებად
- +

13 მარტი. 2023. 00:20

 

 

ვფიქრობ, სატრანზიტო დერეფნის ფუნქცია იქნება გადამწყვეტი მექანიზმი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ პოლიტოლოგმა, რამაზ საყვარელიძემ განაცხადა.

 

მისივე თქმით, საქართველომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12-პუნქტიანი გეგმა უნდა შეასრულოს.

 

„ვფიქრობ, სატრანზიტო დერეფნის ფუნქცია იქნება გადამწყვეტი მექანიზმი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ანალოგიური 12 პუნქტი იყო უკრაინისა და მოლდოვას შემთხვევაში, თუმცა არსებულმა პრობლემებმა არ შეუშალა მათ ხელი სტატუსის მინიჭებაში. ჩვენს შემთხვევაშიც ანალოგიურად ხელი არ უნდა შეუშალოს სტატუსის მინიჭებას, რომც არ იყოს საკითხები მოგვარებული, მაგრამ უნდა იყოს - ჩვენ თვითონ გვჭირდება 12 პუნქტის შესრულება“, - განაცხადა საყვარელიძემ.

 

 

 

big_banner
არქივი