logo_geo
გიორგი გამსხახურდია: თუ ვინმე იცნობს ვანო მერაბიშვილს, ერთ-ერთი მე ვარ და ძალიან კარგად ვიცი ეს ადამიანი რაზეა ხელის მომწერი. ნებისმიერი პოლიტიკური ძალა ასეთ ადამიანს უნდა გაემიჯნოს
- +

13 მარტი. 2023. 00:45

 

 

 

ვანო სადაც არის, იქ არის ყოველთვის ბრძოლა წესების გარეშე. თუ ვინმე იცნობს ვანოს, ერთ-ერთი მე ვარ და ძალიან კარგად ვიცი ეს ადამიანი რაზეა ხელის მომწერი- ამის შესახებ პირველი პრეზიდენტის შვილმა გიორგი გამსახურდიამ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

 

მისი თქმით, ნებისმიერი პოლიტიკური ძალა ასეთ ადამიანს უნდა გაემიჯნოს.

 

„აბსოლუტურად გულწრფელი იყო მერაბიშვილი, ეს არის მათი მიზანი - მიშას გათავისუფლება, პროცესის რადიკალიზაცია, ხელისუფლების ჩამოშლა და უბედურება. ის მართავს პროცესს. ის არის „რუხი კარდინალი“, მას ყოველთვის უყვარდა კულისებს მიღმა ყოფნა და ბევრი რამ რაც მასთან პირდაპირ კავშირში არაა, ამ თემების მართვა. ახლაც ფორმაშია. ჰოდა, რა ხაბე და რის ხაბე, რაზე ვსაუბრობთ საერთოდ. კეზერაშვილის ფული სჭირდებათ მათ საორგანიზაციო საკითხებისთვის და ვანოს აქვს თავისი გავლენა, აქვს კომპრომატები.

 

პროცესის რადიკალიზაციას ვინც ემხრობა (არა მარტო საქართველოში) იმ ადამიანებს მსუყე ლუკმა დაუდო მერაბიშვილმა, რომ მე დამიჭირეთ მხარი და ამაზე ხელს მოვაწერო. ვანო სადაც არის იქ არის ყოველთვის ბრძოლა წესების გარეშე. თუ ვინმე იცნობს ვანოს, ერთ-ერთი მე ვარ და ძალიან კარგად ვიცი ეს ადამიანი რაზეა ხელის მომწერი. ნებისმიერი პოლიტიკური ძალა ასეთ ადამიანს უნდა გაემიჯნოს. მიზანი არის ერთი - ხელისუფლებაში მოსვლა რადიკალიზაციის გზით“, - განაცხადა გამსახურდიამ.

 

 

 

 

big_banner
არქივი