logo_geo
ირაკლი ღარიბაშვილი: „სირცხვილია“ პირდაპირ უცხოური ორგანიზაციებიდან ფინანსდება
- +

13 მარტი. 2023. 01:13

 

 

 

ჩვენი ამოცანაა ვიცოდეთ და იცოდეს ჩვენმა ხალხმა, თუ რას ემსახურება სხვადასხვა ორგანიზაციის საქმიანობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „იმედის კვირაში“ განაცხადა.

 

„თავისი დესტრუქციული ქმედებებით ცნობილი ე.წ. „სირცხვილიას“ ორგანიზაცია, პირდაპირ უცხოური ორგანიზაციებიდან ფინანსდება. მათ შორის უცხოეთის ქვეყნების სახელმწიფო ორგანიზაციების მხრიდან. ჩვენ ვნახეთ, რომ ეს ორგანიზაცია შემდეგ აქ ითხოვდა მთავრობის გადადგომას, ჩემს გადადგომას, ძალიან ბევრი დესტრუქციული ქმედება განხორციელდა ან უშუალოდ მათ მიერ, ან მათი თანამონაწილეობით. ჩვენ ვიცით ე.წ. პროვოკაციული მოძრაობა, „თბილისი პრაიდი“, რომელიც აპირებდა მეტად პროვოკაციული ღონისძიებების ჩატარებას. ეს ყველაფერი უკავშირდება სწორედ მათ დესტრუქციულ საქმიანობას. მაგალითად ორგანიზაცია „იემსი“, ბევრმა შეიძლება არ იცის, მაგრამ მე ვიცი, თუ რამდენად დესტრუქციული საქმიანობით არის დაკავებული ეს ორგანიზაცია. ეს ადამიანები პირდაპირ ემსახურებიან შუღლის გაღვივებას, ძალიან ბევრ პროვოკაციაში არიან ჩართულნი, იგივე „ისფედი“, რომელმაც პირდაპირ გაყალბებული მონაცემები წარმოადგინა, ვგულისხმობ არჩევნების დღეს და შემდეგ პერიოდში, პარალერული დათვლის შედეგები იყო გაყალბებული, რომელიც მათ მერე აღიარეს“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

 

 

big_banner
არქივი