logo_geo
ვატო შაქარიშვილი: აგრესია, პროცესების მაიდანიზაცია წახალისებული არ იყო მხოლოდ დესტრუქციული და გაკოტრებული პოლიტიკოსების მხრიდან, არამედ ეს იყო მხარდაჭერილი და წაქეზებული ქვეყნის გარედან
- +

13 მარტი. 2023. 01:32

 

 

 

დესტრუქცია, აგრესია, თანამედროვე ხუნვეიბინების ქმედება ნამდვილად არ გვაახლოებს ევროპას, პირიქით გვაშორებს ევროპასა და ევროპულ ღირებულებებს, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ კონსერვატიული პორტალის „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ დამფუძნებელმა, ვატო შაქარიშვილმა განაცხადა.

 

მან მადლობა გადაუხადა შს მინისტრს, თითოეულ პოლიციელს ბოლო დღეებში აქციების მსვლელობისა გამოჩენილი მათი პროფესიონალიზმისა და მოთმინებისთვის.

 

„მათი პროფესიონალიზმისა და მოთმინების შედეგად ჩვენ ორი დღის განმავლობაში მიმდინარე ძალიან აგრესიული პროტესტი და მიტინგი დასრულდა უსისხლოდ, უმსხვერპლოდ და მინდა, თითოეულ მათგანს ამისთვის მადლობა ვუთხრა.

 

ჩვენ ვხედავდით, როგორ წაბილწეს აქციის მონაწილეებმა რუსთაველის თეატრი, როგორ შეურაცხყვეს ქაშვეთის ტაძარი., როგორ წვავდნენ ავტომობილებს, როგორც სამართალდამცველების, ასევე კერძო პირების კერძო საკუთრებას, ანადგურებდნენ მუნიციპალურ საკუთრებას, რაც ყველასი, ჩვენია და ეს ძალიან მძიმე საყურებელი იყო.

 

ღრმად მრწამს, რომ ამას არაფერი აქვს საერთო ევროპულ ღირებულებებთან, ევროპულ გზასთან და გვჯერა, რომ ეს დესტრუქცია, აგრესია, თანამედროვე ხუნვეიბინების ქმედება ნამდვილად არ გვაახლოებს ევროპას, პირიქით გვაშორებს ევროპასა და ევროპულ ღირებულებებს.

 

მათი ქმედება, ეს აგრესია, პროცესების მაიდანიზაცია წახალისებული არ იყო მხოლოდ ქვეყნის შიგნიდან, აწ უკვე ჩვენთვის კარგად ცნობილი დესტრუქციული და გაკოტრებული პოლიტიკოსების მხრიდან, არამედ ეს იყო მხარდაჭერილი და წაქეზებული ქვეყნის გარედან“, - განაცხადა შაქარაშვილმა.

 

 

big_banner
არქივი