logo_geo
ანრი ოხანაშვილი რადიკალურ ოპოზიციაზე: რამდენჯერაც შეეცდებიან, რომ კონკრეტული პროცესები რევოლუციური მიზნებისთვის გამოიყენონ, იმდენჯერ ადეკვატური პასუხი გაეცემათ
- +

13 მარტი. 2023. 21:05

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, რადიკალურ ოპოზიცია რამდენჯერაც შეეცდება, რომ კონკრეტული პროცესები რევოლუციური მიზნებისთვის გამოიყენოს, იმდენჯერ ადეკვატური პასუხი გაეცემათ მათ.

მისი თქმით, რადიკალურ ოპზოციას რომ რევოლუციური სცენარები სურს, ეს საზოგადოებამ იცის, თუმცა მისვე განმარტებით, ამის რესურსი რომ არ აქვთ.

„მათ [რადიკალური ოპოზიცია] რომ რევოლუციური სცენარები სურთ, ეს საზოგადოებამ იცის, თუმცა ამის რესურსი რომ არ აქვთ, ესეც კარგად იცის საზოგადოებამ. რამდენჯერაც ისინი ეცდებიან, რომ პროცესები კანონს მიღმა წაიყვანონ, რამდენჯერაც შეეცდეებიან, რომ კონკრეტული პროცესები გამოიყენონ რევოლუციური მიზნებისთვის, იმდენჯერ ადეკვატური პასუხი გაეცემათ“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

big_banner
არქივი