logo_geo
საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები კანდიდატების წარდგენის გამარტივებულ ელექტრონულ პროცედურებს გაეცნენ
- +

14 მარტი. 2023. 19:52

საარჩევნო ადმინისტრაცია საარჩევნო სუბიექტებს 29 აპრილის შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის მნიშვნელოვან სიახლეს სთავაზობს. ცესკოს დადგენილების თანახმად, საარჩევნო სუბიექტებს კანდიდატების წარდგენა ელექტრონული ფორმითაც, ონლაინ შეეძლებათ. ამასთან დაკავშირებით დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ცესკოს საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტის უფროსმა ეკა ცაბაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს ელექტრონული საშუალებებით კანდიდატების წარდგენის წესები და პირობები გააცნო და აღნიშნა, რომ ცესკომ საარჩევნო სუბიექტების კანდიდატების რეგისტრაციის პროცესი გაამარტივა.

„ჩვენ დღეს შევხვდით რეგისტრირებულ საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს, სადაც დეტალურად განვიხილეთ დადგენილების მიხედვით რა პროცედურები უნდა განახორციელონ იმისთვის, რომ შესაბამის საარჩევნო ოლქებში კანდიდატები ელექტრონულად წარადგინონ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს პროცესი და ვიმედოვნებთ, რომ ამ შესაძლებლობას ყველა საარჩევნო სუბიექტი გამოიყენებს. ეს რა თქმა უნდა ამარტივებს კანდიდატების წარდგენის პროცედურას და პოლიტიკურ პარტიებს არ მოუწევთ დოკუმენტაციის მატერიალური სახით წარდგენა“, - განაცხადა ეკა ცაბაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ ცესკო მუდმივად მუშაობს ელექტრონული სერვისების განვითარებაზე. საარჩევნო ადმინისტრაციაში უკვე დანერგილია კონკურსებში განაცხადების ელექტრონულად წარდგენის პლატფორმა, ასევე ელექტრონული რეგისტრაციის პროგრამები პარტიების, საინიციატივო ჯგუფების, დამკვირვებლების და მედიისთვის, საჩივრების წარდგენის ონლაინ სისტემა და ა.შ.

big_banner
არქივი