logo_geo
ვენეციის კომისია დეოლიგარქიზაციის კანონპროექტზე დასკვნას აქვეყნებს
- +

14 მარტი. 2023. 21:14

დეოლიგარქიზაცია და საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტები - ვენეციის კომისიის პოზიცია ცნობილია.

პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში „ოლიგარქების“ გავლენის შეზღუდვა პრიორიტეტია იმ სახელმწიფოსთვის, რომელსაც სურს მიაღწიოს კანონის უზენაესობის დემოკრატიულ სისტემას და ვენეციის კომისია მხარს უჭერს ამ უარყოფითი გავლენის აღმოფხვრის ან სულ მცირე შემცირების მიზანს“, - ეს არის ციტატა იმ დასკვნიდან, რომელიც საჯაროა.

რეკომენდაციების ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია. კომისიას მიაჩნია, რომ უნდა დაზუსტდეს ისეთი ჩანაწერები, როგორიცაა პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩარევა და მედიაზე გავლენა, რათა უზრუნველყოფილი იყოს, რომ ეს კრიტერიუმები არ გავრცელდეს ხალხთა დიდ რაოდენობაზე. ასევე, ვენეციის კომისიის დასკვნაში წერია, რომ მათი რეკომენდაციები პროცედურული დაცვისა და გასაჩივრების მექანიზმებს უნდა შეეხოს.

„კომისია მიიჩნევს, რომ ზოგადად კანონმდებლობის ფარგლებში პერსონალურ მიდგომას საკმაოდ სადამსჯელო ხასიათი აქვს და შეიცავს ადამიანის რამდენიმე უფლების დარღვევის რისკს. ვენეციის კომისია ემხრობა უფრო სისტემურ მიდგომას, რომელიც მოიცავს კანონმდებლობისა და სხვადასხვა სექტორში მომუშავე ინსტიტუტების გაძლიერებას. მიუხედავად იმისა, რომ კომისია „პერსონალურ მიდგომას“ ზოგადად პრობლემურად მიიჩნევს, ის კატეგორიულად არ გამორიცხავს ასეთი მიდგომის ყველა ელემენტს, განსაკუთრებით რამდენადაც ისინი ეხება უკანონო ან კრიმინალურ ქმედებებს. კომისიას სურს, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნოს, რომ ეს მიდგომა მოითხოვს ძლიერი პროცედურული გარანტიების დანერგვას, როგორც ადამიანის უფლებების, ასევე კანონის უზენაესობის დარღვევის თავიდან ასაცილებლად“, - ნათქვამია კომისიის დასკვნაში.

big_banner
არქივი