logo_geo
პარლამენტმა ვენეციის კომისიისგან დეოლიგარქიზაციის კანონისა და „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით დასკვნა მიიღო
- +

14 მარტი. 2023. 21:38

საქართველოს პარლამენტმა დღეს ვენეციის კომისიისგან დეოლიგარქიზაციის კანონისა და "საერთო სასამართლოების შესახებ კანონში" ცვლილებებთან დაკავშირებით დასკვნა მიიღო.

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ვენეციის კომისიის დასკვნის შინაარსზე განმარტება გააკეთა.

„დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონის პროექტი:

კომისია ადასტურებს, რომ კანონი უკრაინულის იდენტურია.

კომისია ადასტურებს, რომ დეოლიგარქიზაციაზე სპეციალური კანონის მიღება შესაძლებელია.

"აქვს პროექტის დახვეწის რეკომენდაციები, რომელზეც ჩვენც ვსაუბრობდით პროექტის განხილვის დროს", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

რაც შეეხება „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილების პროექტს:

"ჩვენს მიერ დასკვნისთვის წარდგენილ პროექტზე არსებითი შენიშვნა არ აქვს.

თუმცა, ამ შემთხვევაში ვენეციის კომისია უფრო შორს წავიდა და ევროკომისიის რეკომენდაციების ჭრილში განიხილა საკითხი და ევროკომისიის რეკომენდაცია იუსტიციის საბჭოს რეფორმირებასთან დაკავშირებით „კორპორატივიზმის“ აღმოსაფხვრელად. თუმცა ამ დასკვნაშიც, ისევე როგორც წინა დასკვნაში, კომისია ამბობს, რომ თავად ვერ იტყვის, რომ კორპორატივიზმი არსებობს და რომ ეს მას მხოლოდ სმენია.

ვენეციის კომისიამ ასევე გაიმეორე მისი წინა რეკომენდაცია 2021 წლის დეკემბერში „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში განხორციელებულ ცვლილებებზე, თუმცა, იქვე დაადასტურა, რომ ვინაიდან ეს ცვლილება გასაჩივრებულია საკონსტიტუციო სასამართლოში, პარლამენტის პოზიცია, რომ ის ელის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, მისაღებია", - განაცხადა პაპუაშვილმა.

პარლამენტი მომავალ კვირა ამავე პროექტებზე ეუთო/ოდირის დასკვნას ელოდება.

big_banner
არქივი