logo_geo
შალვა პაპუაშვილი: ვენეციის კომისია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ის თავად ვერ ადასტურებს, რომ კორპორატივიზმი, როგორც გამოწვევა არსებობს სასამართლოში ან იუსტიციის საბჭოში
- +

15 მარტი. 2023. 21:22

"ვენეციის კომისია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ის თავად ვერ ადასტურებს, რომ კორპორატივიზმი, როგორც გამოწვევა არსებობს სასამართლოში ან იუსტიციის საბჭოში," - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ზოგიერთი პოლიტიკური პარტია და არასამთავრობო ორგანიზაცია ბოლო წლებში დაკავებული იყო სტიგმის შექმნით და იარლიყების მიწებებით, მათ შორის სასამართლო სისტემისთვის.

„ვენეციის კომისიამ შეხედა მთლიანად პროცესს ევროკომისიის რეკომენდაციების ჭრილში, სადაც ერთ-ერთ პუნქტად ნახსენებია იუსტიციის საბჭოს რეფორმირების საკითხი და საუბრობს ე.წ. კორპორატივიზმის საკითხზე, თუმცა ვენეციის კომისია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ის თავად ვერ ადასტურებს რომ კორპორატივიზმი, როგორც გამოწვევა არსებობს სასამართლოში ან იუსტიციის საბჭოში. სამწუხაროდ, ზოგიერთი პოლიტიკური პარტია და არასამთავრობო ორგანიზაცია ბოლო წლებში დაკავებული იყო სტიგმის შექმნით და იარლიყების მიწებებით, მათ შორის სასამართლო სისტემისთვის“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

big_banner
არქივი