logo_geo
ბექა ოდიშარია: ვის ადგილას უნდა ჩამოჯდეს ლევან ხაბეიშვილი, ზვიად გამსახურდიას, გია ჭანტურიას, მერაბ კოსტავას, იმ 21 დაღუპული გმირის თუ უამრავი თავგანწირული ადამიანის?
- +

15 მარტი. 2023. 23:01

"ვის ადგილას უნდა ჩამოჯდეს ლევან ხაბეიშვილი, ზვიად გამსახურდიას, გია ჭანტურიას, მერაბ კოსტავას, იმ 21 დაღუპული გმირის თუ უამრავი თავგანწირული ადამიანის? არ მგონია, ჩვენი ერი ვერ აკეთებდეს ანალიზს, ვის გვერდში და რა დროს დადგეს," - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ბექა ოდიშარიამ ტვ „აჭარაზე“ „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.

„ოქსიმორონია ის ამბავი, რომ ლევან ხაბეიშვილი ცდილობს რაღაცნაირად მიიწებოს 9 აპრილი და რამენაირად ასოცირებული იყოს ამასთან. არ მგონია, ჩვენი ერი იმდენად ვერ აკეთებდეს ანალიზს, ვის გვერდში და რა დროს დადგეს. ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი ყველაზე წმინდა დღე, გმირული, საამაყო და ალბათ გათანასწორებული გარკვეულ სასულიერო მემორიალურ დღეებთან, შესაბამისად, პერსპექტივა ამ მხრივ ნაკლებია“, - განაცხადა ოდიშარიამ.

საქართველოს ევროპული რეკომენდაციების შესასრულებლად ვადა წლის ბოლომდე აქვს, თუმცა ლევან ხაბეიშვილი „ქართულ ოცნებას“ თორმეტივე რეკომენდაციის შესასრულებლად ვადას 9 აპრილამდე აძლევს. „ნაციონალური მოძრაობა“ საპროტესტო აქციებსაც აანონსებს.

big_banner
არქივი