logo_geo
შალვა პაპუაშვილი: ცინიზმია ალბათ, რომ ის ხალხი, ვინც ყველაფერი გააკეთა თავის დროზე დამსახურებული კანდიდატის სტატუსი რომ არ მიგვეღო, ახლა ყველაფერს აკეთებს, რომ 12 პუნქტის შესრულება ჩაიშალოს
- +

16 მარტი. 2023. 13:53

 

 

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ოპოზიცია, რომელიც არაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიეღო, ახლა ყველაფერს აკეთებს, რომ ევროკავშირის მიერ შემოთავაზებული 12 პუნქტი არ შესრულდეს.

 

ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, არც ერთ ცვლილებას არ უჭერდნენ მხარს. სამუშაო ჯგუფებში არ მონაწილეობდნენ, კომიტეტის სხდომებში არ მონაწილეობდნენ, არც კენჭისყრებში, ყველაფერს, რაც შეეძლოთ გაეფუჭებინათ, აფუჭებდნენ. დადიოდნენ, ატალახებდნენ სხვადასხვა ოფისს, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი არ მიეცათ. ახლა გამოცოცხლდნენ და მიტინგს ნიშნავენ, თუ აქციას 12 პუნქტთან დაკავშირებით. თქვენ იცით, რომ ევროკომისიის იანვრის შეფასებით, დადასტურდა, რომ საქართველო იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს და რომ უსამართლოდ არ მიენიჭა კანდიდატის სტატუსი. ეს გარკვეულწილად ცინიზმია ალბათ, რომ ის ხალხი, ვინც ყველაფერი გააკეთა თავის დროზე დამსახურებული კანდიდატის სტატუსი რომ არ მიგვეღო ივნისში, და მას შემდეგ, რაც რეკომენდაციები გადმოგვეცა, მის შემდეგაც ყველაფერს აკეთებს, რომ ჩაიშალოს ამ პუნქტების შესრულება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

 

როგორ გაგრძელდება ევროკავშირის მიერ შემოთავაზებულ 12 რეკომენდაციაზე მუშაობის პროცესი - საკითხებზე მუშაობის მიუხედავად „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებას ულტიმატუმს უყენებს და რეკომენდაციების შესასრულებლად ვადას 9 აპრილამდე აძლევს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი საპროტესტო აქციას აანონსებს.

 

 

big_banner
არქივი